გომელაური: საქართველომ სახელმწიფო საზღვრის კონტროლი გააძლიერა

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
ოპოზიცია შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ხდება.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველომ გააძლიერა კონტროლი საკონტროლო-გამშვებ პუნქტებსა და სახელმწიფო საზღვრის „მწვანე ზონებში“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„გაძლიერებულია სახელმწიფო საზღვრის კონტროლი. როგორც თქვენთვის ცნობილია, ვერცერთი სახელმწიფო, მათ შორის ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნები, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის 100%-ით დაცვას. მიუხედავად ამისა, შსს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ყველა პრევენციულ ღონისძიებას ატარებს“, – განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ვითარების გაუარესების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ხდება. ოპოზიცია, მიუხედავად ხელისუფლების უარყოფისა, მაინც ამტკიცებს, რომ რუსები მასობრივად შემოდიან საქართველოში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
რამდენად მასობრივად ხდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა?>>>
„მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება გამოწვეულია მესამე ქვეყნებიდან შემოსვლით, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა“, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, რუსეთის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთიდან „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და „დარიალის“ გამშვები-პუნქტის გავლით რუსეთში ტრანზიტულად ბრუნდებიან.
ადრე გომელაურმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი კვირის მანძილზე საქართველოში 20 ათასზე ოდნავ მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რიცხვი 40 ათასი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0