დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 მარტი

© AFP 2024 / Jack Taylorსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 17 მარტია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
მზად იყავით ცვლილებებისთვის. კარგი დღეა ახალი საქმეების დაწყების, ინიციატივის გამოჩენისთვის, ასევე სწავლისთვის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ძველ ნაცნობებთან შეხევდრისთვის, ძველი კავშირების აღსადგენად, აქტიური დასვენებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 მარტი>>
ვერძი: თამამად შეეჭიდეთ რთულ საკითხებს; დღეს გაქვთ შანსი, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ საკუთარი თავისა და სხვებისთვის. მოუსმინეთ ინტუიციას. სავარაუდოდ, გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებები იქნება. საღამოს მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2019
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები
კურო: ეცადეთ, არ იკამათოთ. განეწყვეთ მეგობრულად მათ მიმართაც, ვინ თქვენში სიმპათიას არ იწვევს. ეს თავიდან აგარიდებთ უსიამოვნებებს. ჩვეული საქმეებიც კი დღეს მეტ ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს. ეცადეთ, დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ. შესაძლებელია თანხის, ასევე საჩუქრების მიღება.
ტყუპი: ბევრს მიაღწევთ, თუ თანამოაზრეებს შემოიკრებთ და ერთად იმოქმედებთ. ზედმეტი არ იქნება ახლობლების მხარდაჭერა – ამის წყალობით არ დაკარგავთ წონასწორობას დაძაბული მომენტების დროს. ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან შეხვედრის, საოჯახო ღონისძიებებისთვის, ხოლო საღამო – შემოქმედებისთვის.
კირჩხიბი: კარგი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად. ინტუიცია პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. დროს უქმად არ დაკარგავთ. შეიძლება ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება. ნახავთ, რომ განწყობა მაშინვე გაგიუმჯობესდებათ. ახლის ყიდვას კი სპეციალისტები ჯერ არ გირჩევენ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2017
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული
ლომი: გააკეთეთ ის, რაც გახარებთ და შთაგონებით გავსებთ. სწორედ ასეთ საქმეებში მიაღწევთ დღეს წარმატებებს. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, შეძლებთ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტას. დაგეხმარებათ მომხიბვლელობა, რომლითაც დღეს განსაკუთრებულად გამოირჩევით. საღამოს მშვიდ გარემოში დაისვენეთ.
ქალწული: რთული საქმეები არ გადადოთ და დილიდანვე შეუდექით საქმიანობას – ასე უფრო მალე მიაღწევთ საჭირო შედეგებს. დღის პირველი ნახევარი ასევე კარგი დროა მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვისთვის. მოგვიანებით დადგება დრო ისეთი საქმიანობისთვის, რომლებიც დადებით ემოციებს აღძრავს თქვენში.
სასწორი: მოკიდეთ ხელი რთულ საქმეებს, მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და მათი მხარდაჭერის წყალობით ბევრს მიაღწევთ. გამოიჩინეთ ინიციატივა სამუშაოზე. გაგახარებთ ურთიერთობები მეგობრებთან, იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანიც.
პეიზაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2019
ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული
მორიელი: შესანიშნავად გამოგივათ რამე ახლის გამოგონება, მოფიქრება, ფანტაზია. მიხვდებით, როგორ გადაჭრათ რთული საკითხები, რომლებმაც ბევრი შეიყვანა ჩიხში. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, რაც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას დატოვებს. არაა გამორიცხული შეხვედრა ადამიანთან, რომელზეც არაერთი კარგი რამ გსმენიათ.
მშვილდოსანი: გაუზიარეთ თქვენი გეგმები გარშემომყოფებს, იმსჯელეთ მათთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე. კარგი დღეა სავარუდო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან შესახვედრად. ადამიანებთან კონტაქტის თქვენი უნარი ბევრზე მოახდენს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა რომანტიკული შედეგებით.
თხის რქა: ეცადეთ, შედგენილ გეგმებს მიჰყვეთ. ეს თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ქაოსს და უაზრო მღელვარებას. შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას და შედეგებით კმაყოფილი დარჩებით. საღამო კარგი დროა საოჯახო საქმიანობისთვის, სახლისთვის რამის სასარგებლო ნივთის ყიდვისთვის (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის).
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
მერწყული: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. თუ დილიდანვე შეუდგებით მნიშვნელოვან საქმეებს, დღე ძალზე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. იმოქმედეთ საკუთარი მოსაზრებებით და ნაკლებად მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს. ადვილი იქნება ურთიერთობები ახლობლებთან, შეძლებთ საოჯახო პრობლემების გადაჭრას.
თევზები: სიმტკიცის გარეშე დღეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიოთ. საქმეები თავიდან ისე არ აეწყობა, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ თუ უკან არ დაიხევთ, აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. შესაძლებელია თანხის მიღება. გაგიმართლებთ სიყვარულში. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პირად ცხოვრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0