https://sputnik-georgia.com/20220317/amerika-ukrainasi-cecxlis-sewyvetas-elodeba-265305243.html
კირბი: პუტინს ჯერ კიდევ აქვს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა
კირბი: პუტინს ჯერ კიდევ აქვს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ და სურს მათი ეფექტურად დასრულება, მაგრამ... 17.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-17T20:59+0400
2022-03-17T20:59+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_1d077531e509df4b3063070765bb2498.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ და სურს მათი ეფექტურად დასრულება, მაგრამ შეშფოთებულია სამხედრო აქტივობით, რომელიც დიალოგის ფონზე არ იკლებს, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ აქვს კონფლიქტის „მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის“ შესაძლებლობა, და შეერთებულ შტატებში სურთ, რომ „ამ ძალისხმევამ ნამდვილად გამოიღოს ნაყოფი“.მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების პროცესის დასრულებას რამდენიმე დღე ან კვირა-ნახევარი დასჭირდება. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერისას, შესაძლოა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოხდეს.
https://sputnik-georgia.com/20220317/ukraina-rusets-soris-samsvidobo-setanxmeba-kviranaxevari-daswirdeba-265304464.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7546928a13c5ab590afd8bf0b73bb1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ და სურს მათი ეფექტურად დასრულება, მაგრამ შეშფოთებულია სამხედრო აქტივობით, რომელიც დიალოგის ფონზე არ იკლებს, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
„მიდის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას და გვინდა ვიხილოთ გადაწყვეტილება. ეს არის გზა წინ, მაგრამ რუსებისგან მიწაზე ვხედავთ სამხედრო ოპერაციის სრულ მხარდაჭერას. ისინი განაგრძობენ შეტევებს ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა ხარკოვი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, კიევი“, — განუცხადა კირბიმ Bloomberg TV-ს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ აქვს კონფლიქტის „მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის“ შესაძლებლობა, და შეერთებულ შტატებში სურთ, რომ „ამ ძალისხმევამ ნამდვილად გამოიღოს ნაყოფი“.
„ისინი ირწმუნებიან, რომ სურთ მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, მაგრამ ამავდროულად არ წყვეტენ მცდელობას, რომ უპირატესობას მიაღწიონ სამხედრო საშუალებებით. ეს კი წარმოუდგენელი მასშტაბის სიკვდილსა და ნგრევას იწვევს“, — დასძინა კირბიმ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების პროცესის დასრულებას რამდენიმე დღე ან კვირა-ნახევარი დასჭირდება. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერისას, შესაძლოა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოხდეს.