ზახაროვა: ევროსაბჭო ნატოს პროპაგანდის ინსტრუმენტია

© Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ევროპის საბჭო უკვე დიდი ხანია, რაც ნატოს პროპაგანდის იარაღად იქცა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ევროპის საბჭოში ყველაფერი გაიხრწნა. ეს ორგანიზაცია მხოლოდ ნატოს პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცა. და ახლა სიტყვა არ შემშლია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ. სწორედ ალიანსის სტრუქტურებმა და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა, ნატოს შესაბამისი მექანიზმების მეშვეობით, დიდწილად ჩამოაყალიბეს კიდეც დღის წესრიგი ევროპის საბჭოს ფარგლებში“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, „ევროსაბჭოში თანაბარი და ეფექტური მუშაობისგან აბსოლუტურად არაფერია დარჩენილი და ეს ორგანიზაცია მოსახერხებელ პლატფორმად იქცა ნატოს საინფორმაციო და პოლიტიკური კამპანიების განსახორციელებლად“.
ზახაროვას მიაჩნია, რომ რუსეთს არაფერი ესაქმება ევროსაბჭოში მანამ, სანამ ეს ორგანიზაცია „ამ ფორმით იარსებებს“.
 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 მარტს განაცხადა, რომ ევროპის საბჭოდან გასვლას აპირებდა. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რუსეთს არ სურდა მონაწილეობა ნატოსა და „მისი მორჩილი მიმდევრის, ევროკავშირის მიერ“ ევროსაბჭოს „ნარცისიზმის“ პლატფორმად გარდაქმნაში. ამასთან მოსკოვმა ნატო და ევროკავშირის ქვეყნები მსოფლიოს ამ ნაწილში ევროსაბჭოსა და „მთელი ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურებაში“ დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0