რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა

© photo: Sputnik / Dominik Buten / გადასვლა მედიაბანკში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი
 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება PACE-ში მორიგი ანტირუსული დისკუსიის ფონზე იქნა მიღებული, განაცხადა სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ევროპის საბჭოდან გასვლის შესახებ მიღებულია – რუსეთი ორგანიზაციას საკუთარი ნებით ტოვებს.
ევროპის საბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიღებულია და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შესაბამისი წერილი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უკვე გადაეცა, განაცხადა ტოლსტოიმ.

„ევროპის საბჭოსთან დიალოგის გაწყვეტაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ნატოს ქვეყნებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყენებდნენ ადამიანის უფლებების თემას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმებისთვის. ჩვენს ქვეყანაზე უპრეცედენტო პოლიტიკური და სასანქციო ზეწოლის გამო რუსეთი არ გეგმავს ყოველწლიური შენატანის გადახდას ამ ორგანიზაციაში“, – დაწერა ტოლსტოიმ თავის telegram-არხზე.

მისი თქმით, ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება მიღებულია PACE-ში მორიგი ანტირუსული დისკუსიის ფონზე, რომლის შედეგი შეიძლება იყოს „მორიგი სიცრუით სავსე რუსოფობიური რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება ვარაუდებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“.
„ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთი თავისი ნებით ტოვებს ევროსაბჭოს, ეს არის მიზანშეწონილი და ნაფიქრი გადაწყვეტილება“, – დასძინა პოლიტიკოსმა.
თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საბჭოში უკვე აღარ პასუხობდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
25 თებერვალს ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციაში რუსეთის უფლებების შეჩერების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს დროებითი ღონისძიებაა, ქვეყანა რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ამავდროულად რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საჩივრების განხილვა გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0