https://sputnik-georgia.com/20220316/sielme-bavsvebsi-mizezebi-da-simptomebi-265261845.html
სიელმე ბავშვებში: გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
სიელმე ბავშვებში: გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სიელმე — თვალის გადახრა მხედველობის ცენტრალური ღერძიდან, როგორც წესი, უმცროსი ასაკის ბავშვებში ვითარდება, თუმცა მოზრდილებსა და... 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T13:44+0400
2022-03-16T13:44+0400
2022-03-16T18:40+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265261816_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_9c7bc8aba3356990152da448459f3a9a.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სიელმე — თვალის გადახრა მხედველობის ცენტრალური ღერძიდან, როგორც წესი, უმცროსი ასაკის ბავშვებში ვითარდება, თუმცა მოზრდილებსა და ზრდასრულებშიც ხშირად იჩენს თავს, წერს პროფილური გამოცემა Optometrist Network.არსებული მონაცემებით, სიელმე მოსახლეობის 5%-შია გავრცელებული.სპეციალისტების თქმით, განირჩევა სიელმის რამდენიმე ფორმა. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეძენილი, მუდმივი ან პერიოდული. ამასთან მხედველობის ცენტრალური ღერძიდან შეიძლება გადახრილი იყოს როგორც ერთი, ისე ორივე თვალი.არ გამოტოვოთ: მხედველობა მკვეთრად გაგიფუჭდებათ, თუ... ექიმი ასახელებს კვებით მიზეზსრა იწვევს ყველაზე ხშირად სიელმეს?ექიმების თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:გარდა ამისა, სიელმე არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი შორსმხედველობის, ან ე.წ. ზარმაცი თვალის დროს.მართალია, სიელმე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ მისი მიზეზისა და ფორმის დასაზუსტებლად სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევაა საჭირო. ექიმმა უნდა განსაზღვროს მხედველობის სიმახვილე, დაადგინოს თვალის გადახრის კუთხე და მკურნალობის მართებული მეთოდიც შეარჩიოს.სიელმის სიმპტომებიყველაზე გავრცელებული სიმპტომი — გამოსახულების გაორებაა, თუმცა ეს სიმპტომი მალევე გაივლის ხოლმე.სიელმის განვითარებაზე ასევე მეტყველებს:განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პათოლოგია არ გამოგეპაროთ ბავშვებში, ამიტომ თუ ბავშვი ზემოთ ნახსენები სიმპტომებიდან რომელიმეს უჩივის, აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს.მისი თქმით, ბავშვებში მხედველობის პრობლემების განსაზღვრა ხშირად ძალიან იოლია შემდეგი ნიშნებით:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265261816_100:0:1807:1280_1920x0_80_0_0_819e13086e5bfd0387060e72cb096678.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სიელმე — თვალის გადახრა მხედველობის ცენტრალური ღერძიდან, როგორც წესი, უმცროსი ასაკის ბავშვებში ვითარდება, თუმცა მოზრდილებსა და ზრდასრულებშიც ხშირად იჩენს თავს, წერს პროფილური გამოცემა
Optometrist Network.
არსებული მონაცემებით, სიელმე მოსახლეობის 5%-შია გავრცელებული.
სპეციალისტების თქმით, განირჩევა სიელმის რამდენიმე ფორმა. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეძენილი, მუდმივი ან პერიოდული. ამასთან მხედველობის ცენტრალური ღერძიდან შეიძლება გადახრილი იყოს როგორც ერთი, ისე ორივე თვალი.
რა იწვევს ყველაზე ხშირად სიელმეს?
ექიმების თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ბინოკულარული მხედველობის დარღვევა;
თვალების რეფრაქციაში ძლიერი სხვაობა — ანუ თუ ერთი თვალი მეორეზე ბევრად ცუდად ხედავს, ტვინი ცდილობს, რომ ეს განხვავება აანაზღაუროს, რაც ასევე არღვევს თვალების სინქრონულ მოძრაობას;
თავის ტვინის სიმსივნე ან ჯანმრთელობის სხვა სისტემური პრობლემა.
გარდა ამისა, სიელმე არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი შორსმხედველობის, ან ე.წ. ზარმაცი თვალის დროს.
მართალია, სიელმე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ მისი მიზეზისა და ფორმის დასაზუსტებლად სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევაა საჭირო. ექიმმა უნდა განსაზღვროს მხედველობის სიმახვილე, დაადგინოს თვალის გადახრის კუთხე და მკურნალობის მართებული მეთოდიც შეარჩიოს.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი — გამოსახულების გაორებაა, თუმცა ეს სიმპტომი მალევე გაივლის ხოლმე.
სიელმის განვითარებაზე ასევე მეტყველებს:
სიძნელეები კითხვისას ან დაღლილობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პათოლოგია არ გამოგეპაროთ ბავშვებში, ამიტომ თუ ბავშვი ზემოთ ნახსენები სიმპტომებიდან რომელიმეს უჩივის, აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს.
„სიელმე თავისით არ გადის, თუმცა, როგორც წესი, ექვემდებარება მკურნალობას“, — ამბობს ოპტომეტრისტი რასელ ლაზარუსი.
მისი თქმით, ბავშვებში მხედველობის პრობლემების განსაზღვრა ხშირად ძალიან იოლია შემდეგი ნიშნებით:
ძალიან ახლოს უჭირავს საკითხავი;
უჭირს ყურადღების ხანგრძლივად კონცენტრირება;
არ უყვარს ხატვა, ან სხვა მსგავსი აქტივობა;
ხშირად ატრიალებს ან ხრის თავს გვერდზე მაშინ, როდესაც დასანახი საგანი ან მოვლენა მის წინაა.