https://sputnik-georgia.com/20220316/premier-ministri-ukrainashi-miemgzavreba-265269939.html
პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გეგმავს გამგზავრებას?
პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გეგმავს გამგზავრებას?
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე, განაცხადა... 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T18:19+0400
2022-03-16T18:19+0400
2022-03-16T21:39+0400
საქართველო
ქართული ოცნება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259624908_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_7ba775077985df31c940c07c7a018ccb.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.24 თებერვალს რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.მისი თქმით, კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება.„როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, ამის შემდეგ გავახმოვანებთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება არ გეგმავს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებში მიიღოს მონაწილეობა.ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259624908_346:0:1801:1091_1920x0_80_0_0_3182eb38f00f1eab633cb3a78658b0dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
24 თებერვალს რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
„რაც შეეხება უკრაინაში (პრემიერის) შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
„როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, ამის შემდეგ გავახმოვანებთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება არ გეგმავს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებში მიიღოს მონაწილეობა.
ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.