https://sputnik-georgia.com/20220316/mikro-da-mcire-mewarmeobis-xelsewyobis-programa-iwyeba-265268062.html
საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა იწყება
საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა იწყება
Sputnik საქართველო
პროგრამა ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებას, ისე არსებულის გაფართოებას. 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T17:29+0400
2022-03-16T17:29+0400
2022-03-16T21:26+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_0:176:1698:1131_1920x0_80_0_0_1d8e9b50f57a29e86e30d9028b85bd53.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ბიზნეს-იდეების მიღებას 21 მარტიდან იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პროგრამა ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას. მის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.თუმცა პროგრამაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარები და 2015-2018 წლების ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარები.არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს-პროექტის შემთხვევაშიც.„პროგრამის გრანტის მოცულობა 30.000 ლარი იქნება. ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) – არაუმეტეს 40.000 ლარისა“, – აღნიშნავენ სააგენტოში.ხელისუფლება ზოგიერთი საგადასახადო შეღავათის გაუქმებას გეგმავს>>პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის მინიმუმ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – სულ მცირე 10%.არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის სულ მცირე 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში – მინიმუმ 25%.პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს: კაპიტალური დანახარჯები – არანაკლებ 90%-ისა, საბრუნავი საშუალებები – არაუმეტეს 10%-ისა.პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს-იდეების მიღება დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
https://sputnik-georgia.com/20211227/saxelmwifo-daexmareba-mcire-bizness-saqartvelos-otx-regionsi-detalebi-263193868.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_133:180:1401:1131_1920x0_80_0_0_fa19b072963e290c7b7258a672040f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა იწყება
17:29 16.03.2022 (განახლებულია: 21:26 16.03.2022) პროგრამა ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებას, ისე არსებულის გაფართოებას.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ბიზნეს-იდეების მიღებას 21 მარტიდან იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას. მის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
„სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
თუმცა პროგრამაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარები და 2015-2018 წლების ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარები.
არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს-პროექტის შემთხვევაშიც.
„პროგრამის გრანტის მოცულობა 30.000 ლარი იქნება. ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) – არაუმეტეს 40.000 ლარისა“, –
აღნიშნავენ სააგენტოში.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის მინიმუმ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – სულ მცირე 10%.
არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის სულ მცირე 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში – მინიმუმ 25%.
პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს: კაპიტალური დანახარჯები – არანაკლებ 90%-ისა, საბრუნავი საშუალებები – არაუმეტეს 10%-ისა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს-იდეების მიღება დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.