https://sputnik-georgia.com/20211227/saxelmwifo-daexmareba-mcire-bizness-saqartvelos-otx-regionsi-detalebi-263193868.html
სახელმწიფო დაეხმარება მცირე ბიზნესს საქართველოს ოთხ რეგიონში: დეტალები
სახელმწიფო დაეხმარება მცირე ბიზნესს საქართველოს ოთხ რეგიონში: დეტალები
Sputnik საქართველო
პროექტის მთლიანი ღირებულება (კრედიტის თანხა) არ უნდა იყოს 300 ათას ლარზე ნაკლები და 1 მილიონ ლარზე მეტი.
2021-12-27T21:03+0400
2021-12-27T21:03+0400
2021-12-27T22:55+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262585825_0:119:1280:839_1920x0_80_0_0_73a631357254a3a950b6ebbd435c137e.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს „საქართველოს საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამების“ ფარგლებში. გადაწყვეტილება ორშაბათს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული პროგრამა ოთხ რეგიონში – კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში განხორციელდება.რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით დაფინანსდება ახალი საწარმოების გახსნა, გაფართოება ან არსებული საწარმოების განახლება.დახმარება მოიცავს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 24-თვიან სრულ დაფინანსებას, ასევე საგრანტო თანადაფინანსებას სესხის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით.მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულება (კრედიტის თანხა) არ უნდა იყოს 300 ათას ლარზე ნაკლები და 1 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.დახმარება ინფრასტრუქტურის განვითარებაშირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2021-2022 წლებში „საქართველოს საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამების“ ფარგლებში 4 მილიონ ლარს გამოყოფს საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში პროექტების განვითარებისთვის.2021-2022 წლებში ქალაქების განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების სამიზნე პროექტები განხორციელდება ლაგოდეხში, თელავში, ქუთაისში, ხარაგაულში, ლანჩხუთში, წყალტუბოსა და ჭიათურაში, რისთვისაც მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 3,8 მილიონ ლარს მიიღებენ. მუნიციპალიტეტების მხრიდან თანადაფინანსება 42 ათასი ლარი იქნება.დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივით პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.რას მოხმარდება თანხა:2020-2022 წლებში საქართველოს საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ითვალისწინებს სამიზნე ღონისძიებების დაფინანსებას ოთხ რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სიღარიბის შემცირება და საბოლოო ჯამში სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა თბილისსა და საპილოტო რეგიონებს შორის.საპილოტო რეგიონების პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით და საერთო ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის მოწინავე მიდგომებს.საქართველოს მთავრობამ პროგრამა 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. წინასწარი ბიუჯეტია 200 მილიონი ლარი, საიდანაც 48 მილიონი უკვე გამოყოფილია.წყარო: საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262585825_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_84ba72a41d96c3dfee0bc32c26fdc4c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თანადაფინანსება მცირე ბიზნესი მთავრობა რეგიონები კახეთი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი იმერეთი გურია
თანადაფინანსება მცირე ბიზნესი მთავრობა რეგიონები კახეთი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი იმერეთი გურია
სახელმწიფო დაეხმარება მცირე ბიზნესს საქართველოს ოთხ რეგიონში: დეტალები
21:03 27.12.2021 (განახლებულია: 22:55 27.12.2021) სამიზნე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით ახალი საწარმოების შექმნა დაფინანსდება.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს „საქართველოს საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამების“ ფარგლებში. გადაწყვეტილება ორშაბათს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული პროგრამა ოთხ რეგიონში – კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში განხორციელდება.
რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით დაფინანსდება ახალი საწარმოების გახსნა, გაფართოება ან არსებული საწარმოების განახლება.
დახმარება მოიცავს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 24-თვიან სრულ დაფინანსებას, ასევე საგრანტო თანადაფინანსებას სესხის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით.
მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულება (კრედიტის თანხა) არ უნდა იყოს 300 ათას ლარზე ნაკლები და 1 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
დახმარება ინფრასტრუქტურის განვითარებაში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2021-2022 წლებში „საქართველოს საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამების“ ფარგლებში 4 მილიონ ლარს გამოყოფს საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში პროექტების განვითარებისთვის.
2021-2022 წლებში ქალაქების განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების სამიზნე პროექტები განხორციელდება ლაგოდეხში, თელავში, ქუთაისში, ხარაგაულში, ლანჩხუთში, წყალტუბოსა და ჭიათურაში, რისთვისაც მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 3,8 მილიონ ლარს მიიღებენ. მუნიციპალიტეტების მხრიდან თანადაფინანსება 42 ათასი ლარი იქნება.
დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივით პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად;
თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე კულტურულ-საგანმანათლებლო როლის გასაძლიერებლად QR-კოდები განთავსდება;
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოეწყობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა;
წყალტუბოს „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაუმჯობესდება არსებული ინფრასტრუქტურა და მოეწყობა სანიტარული პუნქტები;
ჭიათურაში, ყაზბეგის ქუჩაზე, ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში შეკეთდება საბავშვო ბაღი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვში შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა და აღდგება მისასვლელი გზა.
2020-2022 წლებში საქართველოს საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ითვალისწინებს სამიზნე ღონისძიებების დაფინანსებას ოთხ რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სიღარიბის შემცირება და საბოლოო ჯამში სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა თბილისსა და საპილოტო რეგიონებს შორის.
საპილოტო რეგიონების პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით და საერთო ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის მოწინავე მიდგომებს.
საქართველოს მთავრობამ პროგრამა 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. წინასწარი ბიუჯეტია 200 მილიონი ლარი, საიდანაც 48 მილიონი უკვე გამოყოფილია.