მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს როგორმე გავუმკლავდებით: პსაკის კომენტარი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბრიფინგი თეთრ სახლში
ბრიფინგი თეთრ სახლში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატები როგორმე გაუმკლავდება რუსეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს, რომლებიც მან მაღალი რანგის ამერიკელებს დაუწესა, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.

„არცერთ ჩვენგანს არ აქვს [რუსეთში] საბანკო ანგარიშები და არც ტურისტულ მოგზაურობას ვგეგმავთ რუსეთში. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ ვიმოძრავებთ წინ“, — აღნიშნა პსაკიმ.

ამასთან მან ირონიით აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ბაიდენი-უმცროსი ჰქვია და ამიტომ რუსეთმა „შესაძლოა, მის მამას დაუწესა სანქციები“.
მანამდე მოსკოვმა, მისთვის დაწესებული რესტრიქციების პასუხად, სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, პენტაგონის შეფ ლოიდ ოსტინს, CIA-ს ხელმძღვანელ უილიამ ბარნსსა და სხვებს — სულ 13 მაღალჩინოსანს.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოსკოვი უახლოეს დღეებში კიდევ მეტად გააფართოვებს „შავ სიას“, რომელშიც შეიყვანენ ამერიკელ ჩინოვნიკებს, სამხედროებს, კონგრესმენებს, ბიზნესმენებს, ექსპერტებსა და მედიაპერსონებს, რომლებიც „რუსოფობიულად არიან განწყობილი, ან ხელს უწყობენ რუსეთისადმი სიძულვილის გაღვივებას“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
რუსეთმა ბაიდენსა და ბლინკენს პერსონალური სანქციები დაუწესა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. სანქციების დაწესება კვლავ გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0