რუსეთმა ბაიდენსა და ბლინკენს პერსონალური სანქციები დაუწესა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი, აშშ-ის რიგი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, ოფიციალურ ურთიერთობებზე უარს არ ამბობს.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

„უპრეცედენტო სანქციების სერიის საპასუხოდ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავს შეერთებულ შტატებში რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირების შესვლას, მიმდინარე წლის 15 მარტიდან რუსეთის „სტოპ-სიაში“ შევიდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი, აშშ-ის რიგი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, ოფიციალურ ურთიერთობებზე უარს არ ამბობს.
„ამავდროულად ჩვენ უარს არ ვამბობთ ოფიციალური ურთიერთობების შენარჩუნებაზე, თუ ისინი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და, საჭიროების შემთხვევაში, მაღალი დონის კონტაქტების ორგანიზაციის მიზნით გადავჭრით პრობლემებს, რომლებიც „შავ სიაში“ მყოფი პირების სტატუსიდან წარმოიშვება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საპასუხო სანქციების ქვეშ მოხვედრილ პირთა სრული სია:
1.
ჯოზეფ ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტი;
2.
ენტონი ბლინკენი - სახელმწიფო მდივანი;
3.
ლოიდ ოსტინი - თავდაცვის მდივანი;
4.
მარკ მილი - შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე;
5.
ჯეიკობ სალივანი - პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში;
6.
უილიამ ბერნსი - CIA-ს დირექტორი;
7.
ჯენიფერ პსაკი - თეთრი სახლის პრეს-მდივანი;
8.
დალიპ სინგჰი - პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უშიშროების საკითხებში;
9.
სამანტა პაუერი - საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი;
10.
ჰანტერ ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი;
11.
ჰილარი კლინტონი - აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი;
12.
ადევეილ ადეიემო - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
13.
რეტა ჯო ლიუისი - „ექსპორტ-იმპორტ ბანკის“ პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0