https://sputnik-georgia.com/20220315/skolebshi-saswavlo-procesi-ganaxlda-265240226.html
საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
Sputnik საქართველო
სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წლის ბოლომდე უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგით. 15.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-15T18:40+0400
2022-03-15T18:40+0400
2022-03-15T22:25+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909782_399:609:2958:2048_1920x0_80_0_0_c28c5af0db727a6cf7dbeb172fd982f0.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, სკოლებში კვლავ სავალდებულოა თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, პირბადის ტარების წესი.ასევე გრძელდება სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენელთა და პედაგოგების სავალდებულო ტესტირება. 1 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 1.035-მა მოსწავლემ გამოთქვა, 32.444 -მა მოსწავლემ კი, პირიქით, ონლაინ-სწავლის ფორმატიდან საკლასო ოთახში დაბრუნება მოითხოვა.ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.საჯარო და კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო, სასწავლო პროცესი კი დღეს, 15 მარტს განახლდა.წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://sputnik-georgia.com/20220305/skolebsi-koronavirusis-semtxvevebi-sagrznoblad-semcirda-264985398.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909782_588:556:2577:2048_1920x0_80_0_0_3e1cfe8ee819e6988b843ffe9b0cdfec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
18:40 15.03.2022 (განახლებულია: 22:25 15.03.2022) სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წლის ბოლომდე უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგით.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, სკოლებში კვლავ სავალდებულოა თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, პირბადის ტარების წესი.
ასევე გრძელდება სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენელთა და პედაგოგების სავალდებულო ტესტირება. 1 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 1.035-მა მოსწავლემ გამოთქვა, 32.444 -მა მოსწავლემ კი, პირიქით, ონლაინ-სწავლის ფორმატიდან საკლასო ოთახში დაბრუნება მოითხოვა.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
საჯარო და კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო, სასწავლო პროცესი კი დღეს, 15 მარტს განახლდა.