https://sputnik-georgia.com/20220305/skolebsi-koronavirusis-semtxvevebi-sagrznoblad-semcirda-264985398.html
სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა
სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან 32 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
2022-03-05T12:20+0400
2022-03-05T12:20+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250764752_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_b77094db9f9438d95e604bc4a08ae2b9.jpg
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.უწყების ცნობით, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა.ამ ეტაპზე საქართველოს 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლაა გადასული, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შემცირებულია.ამ დროისათვის დისტანციურად მუშაობს რისკ-ჯგუფში შემავალი 97 მასწავლებელი.სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება სკოლებში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები: თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, პირბადის ტარების წესი.ასევე გრძელდება სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენელთა და პედაგოგების სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს.ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. თებერვლის დასაწყისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.ეპიდემიოლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების მზარდი რაოდენობა „ომიკრონ“ შტამთან იყო დაკავშირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250764752_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_e5578984187e68a52a00783f9cc78af4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სკოლები კორონავირუსი შემთხვევები შემცირება
სკოლები კორონავირუსი შემთხვევები შემცირება
სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა
12:20 05.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ამ დროისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან 32 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
უწყების ცნობით, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე საქართველოს 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლაა გადასული, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შემცირებულია.
ამ დროისათვის დისტანციურად მუშაობს რისკ-ჯგუფში შემავალი 97 მასწავლებელი.
სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება სკოლებში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები: თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, პირბადის ტარების წესი.
ასევე გრძელდება სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენელთა და პედაგოგების სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს.
ამ დროისათვის კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,7%-ს, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. თებერვლის დასაწყისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ეპიდემიოლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების მზარდი რაოდენობა „ომიკრონ“ შტამთან იყო დაკავშირებული.