22-დან 17 ნარკორეალიზატორია: სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი, მათ შორის, 17 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაცია თბილისში, ფონიჭალაში, აჭარის, შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულებს შორისაა 14 წლის არასრულწლოვანიც. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევი ან ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების ჰეროინის, „ალფა-პვპ“-ს, „სუბოქსინის“ და „პრეგაბალინის“ საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ნარკოტიკებს სასაფლაოზე ჰყიდდნენ: სამეგრელოში ნარკორეალიზატორები დააკავეს – ვიდეო>>>
პოლიციამ დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებთ დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები – ჯამში 18.135 ლარი და 1.600 აშშ დოლარი, ასევე საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.
გარდა 17 ნარკორეალიზატორისა, სამართალდამცველებმა ხუთი პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულთა პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის, 64 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ" და 45 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0