ნარკოტიკებს სასაფლაოზე ჰყიდდნენ: სამეგრელოში ნარკორეალიზატორები დააკავეს – ვიდეო

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღების ბრალდებით სამეგრელოს რეგიონში სამი პირი, მათ შორის ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად მოსამართლის განჩინების საფუძველზე კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პირები ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, სასაფლაოს ტერიტორიაზე ახორციელებდნენ.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა–შენახვას და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0