https://sputnik-georgia.com/20220315/saqartvelosi-ganixiles-sapensio-fondis-roli-ekonomikis-ganvitarebasi-265247320.html
საქართველოში განიხილეს საპენსიო ფონდის როლი ეკონომიკის განვითარებაში
საქართველოში განიხილეს საპენსიო ფონდის როლი ეკონომიკის განვითარებაში
Sputnik საქართველო
საპენსიო აქტივები განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში, სადაც აქტივების 62% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 38% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე.
2022-03-15T23:34+0400
2022-03-15T23:34+0400
2022-03-16T00:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265242174_115:0:1176:597_1920x0_80_0_0_dd31b48210ff812364563bc6fab948d0.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში საპენსიო ფონდის როლი და ამ მიმართულებით გრძელვადიანი საინვესტიციო წყაროების მნიშვნელობა განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებთან, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.საპენსიო ფონდი არის საჯარო სამართლის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.ამჟამად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობს 1,1 მილიონამდე ადამიანი. მთლიანი აქტივის ღირებულება 2,17 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 309 მილიონი ლარია.დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში, სადაც აქტივების 62% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 38% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე.მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა 11,6%, ხოლო ფონდის ამოქმედების დღიდან (01.01.2019) მომგებიანობა 34%-ია.საბჭოს წევრებმა პრემიერს წარუდგინეს ინიციატივები საკანონმდებლო გაუმჯობესების კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, რათა მომავალში ფონდის საინვესტიციო საქმიანობა უფრო ეფექტიანი იყოს.დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ამჟამად მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელს მოიცავს.მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საპენსიო ფონდი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს: დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.საპენსიო ფონდის ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265242174_204:0:1000:597_1920x0_80_0_0_eb8c0e249de7ef19c8ef8ef3c6fca3a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპენსიო ფონდი როლი საქართველო ეკონომიკა განვითარება
საპენსიო ფონდი როლი საქართველო ეკონომიკა განვითარება
საქართველოში განიხილეს საპენსიო ფონდის როლი ეკონომიკის განვითარებაში
23:34 15.03.2022 (განახლებულია: 00:00 16.03.2022) დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში, სადაც აქტივების 62% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 38% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში საპენსიო ფონდის როლი და ამ მიმართულებით გრძელვადიანი საინვესტიციო წყაროების მნიშვნელობა განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებთან, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საპენსიო ფონდი არის საჯარო სამართლის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.
ამჟამად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობს 1,1 მილიონამდე ადამიანი. მთლიანი აქტივის ღირებულება 2,17 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 309 მილიონი ლარია.
დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში, სადაც აქტივების 62% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 38% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე.
მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა 11,6%, ხოლო ფონდის ამოქმედების დღიდან (01.01.2019) მომგებიანობა 34%-ია.
საბჭოს წევრებმა პრემიერს წარუდგინეს ინიციატივები საკანონმდებლო გაუმჯობესების კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, რათა მომავალში ფონდის საინვესტიციო საქმიანობა უფრო ეფექტიანი იყოს.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ამჟამად მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელს მოიცავს.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საპენსიო ფონდი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
კერძოდ, ქვეყანაში ჩნდება ლარის გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად;
საინვესტიციო კაპიტალი ეკონომიკას ძირითადად კაპიტალის ბაზრის გავლით მიეწოდება, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას;
მნიშვნელოვნად იზრდება დანაზოგების დონე ქართულ ეკონომიკაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის დაბალანსებას, აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
საპენსიო ფონდის ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.