საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
ექსპორტმა საქართველოდან პირველ ორ თვეში 760,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის იანვარი–თებერვლის მონაცემებზე 54,5%-ით მეტია.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–თებერვალში 49,2%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 2,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 1,8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–თებერვლის მაჩვენებელზე 47%-ით მეტია.
ექსპორტმა შეადგინა 760,4 მლნ დოლარი. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 54,5%-ით მეტია და დაახლოებით 51,6%-ით მეტი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე (2019 წ.).
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.018,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 41,8%-ით მეტია.

„მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება და საგარეო ვაჭრობა თვიდან თვემდე რეკორდებს ხსნის“, – დაწერა Facebook-გვერდზე თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.

ექსპერტის თქმით, გასული წელი რეკორდული იყო საქართველოს საგარეო ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით ექსპორტისთვის, რაც მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა.
საქართველოში ინვესტიციების ჩადება გრძელდება: ახალი სტატისტიკა>>
„პოლიტიკური დივერსანტების ძალიან დიდი მცდელობა, რომ ქვეყანამ უკან დაიხიოს და ვერ მიაღწიოს წარმატებას, უშედეგოა და ყოველი ახალი სტატისტიკური მაჩვენებლებით, რომლებიც ქვეყნდება გეგმურად, ვხედავთ, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური სურათი ყოველთვე იცვლება და უმჯობესდება“, – აღნიშნა ანგურიძემ.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 25,6%-ით გაიზარდა და 14,3 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, გასულ წელს გატანილია 4,2 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 26,9%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0