https://sputnik-georgia.com/20220315/saqartvelos-da-turqetis-sagareo-sameta-ministrebma-usafrtxoebis-sakitxebi-ganixiles-265217572.html
საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
Sputnik საქართველო
მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა.
2022-03-15T00:55+0400
2022-03-15T00:55+0400
2022-03-15T00:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარში უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს, ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური უწყების განცხადებაში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე.სატელეფონო საუბრისას დეტალურად იქნა განხილული საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად.საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს.წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრები უსაფრთხოება საკითხები
საქართველო თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრები უსაფრთხოება საკითხები
საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
00:55 15.03.2022 (განახლებულია: 00:57 15.03.2022) მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარში უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს, ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.
მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე.
„ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას დეტალურად იქნა განხილული საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს.