„ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს არ დააყენებს

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თანხმობის გარეშე გამართა ვიზიტები და ეს არის დარღვევა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ახლა არ არის დრო ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის გამო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის წამოწევისთვის, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
სამშაბათს „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობა გეგმავს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას და პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის მთავარი დოკუმენტის დარღვევის დადასტურებას. ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობის უარის გამო მას მოუწია არაფორმალური, პირადი შეხვედრების გამართვა ევროპაში.

„პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა სახეზეა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ უმრავლესობაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იმპიჩმენტზე საუბარს ახლა დაიწყებენ. დღეს იმპიჩმენტზე საუბარი არ მიდის. დღეს ამის დრო არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, პრეზიდენტის წინაღმდეგ სარჩელს სხვა მიზანი აქვს.
„ჩვენი მიზანია ქვეყანაში ყველა, პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დასრულებული, კარგად გაერკვეს თავის კომპეტენციაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის საზღვარგარეთ მგზავრობის ირგვლივ სკანდალის კომენტარისას ვარაუდი გამოთქვა, რომ ის „შეცდომაშია შეყვანილი“.
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციურ დარღვევებს ედავება
მთავრობის მეთაურის აზრით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების და რეგიონში არსებული რთული პროცესების პირობებში „საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში“.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.
2022 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
ყველა ახალი ამბავი
0