პესკოვი: რუსეთის ეკონომიკა მძიმე დღეშია, მაგრამ ეს განვითარების შანსია

© photo: Sputnik / Pavel Bednyakovდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. რუსეთის ეკონომიკა სირთულეებს განიცდის დასავლური სანქციების გამო, მაგრამ მოსკოვი ამას განვითარების შანსად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელი ამ სიტყვებით არ დაეთანხმა თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯენ პსაკის განცხადებას იმის შესახებ, რომ დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა „მთლიანად გაანადგურა“.

„ასე თქმა არ შეიძლება. რუსეთის ეკონომიკა რთულ დღეშია, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა, რომლებსაც განვიცდით, იმავდროულად არის შანსი განვითარებისთვის, განახლებისთვის, მეტი დამოუკიდებლობის მიღწევისთვის, ახალი წარმოებების აწყობისთვის. <...> არსებობს კარგი ანდაზა: ზოგი ჭირი მარგებელია. ვცდილობთ, რომ არსებული სიძნელეები ჩვენს ინტერესებში გამოვიყენოთ“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის საფინანსო სისტემის უდიდეს ნაწილს შეეხება. ახალი რესტრიქციები რუსეთში ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს. როგორც საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, „ევროკავშირს სანქციების ესოდენ ძლიერი პაკეტი ისტორიაში არ გამოუყენებია“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
მსოფლიო დღეს
ევროკავშირმა რუსეთში ფუფუნების საგნების შეტანა აკრძალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0