მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაშინგტონმა ჩინეთი გააფრთხილა: რუსეთის დახმარებას შედეგები მოჰყვება

© AP Photo / Andy Wong
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თუ ჩინეთი მხარს დაუჭერს რუსეთს ამერიკული სანქციების გვერდის ავლით, მის წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი“ ზომები იქნება მიღებული, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს ჯერჯერობით არ უმსჯელია დეტალებზე მოკავშირეებთან.

„არ ვაპირებ ჩავუღრმავდე ამ შედეგების კონკრეტულ დეტალებს. <...> თუ ისინი სამხედრო ან სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენენ [რუსეთს], რომელიც დაარღვევს სანქციებს, ან მხარს დაუჭერენ [მოსკოვის] სამხედრო ძალისხმევას, ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. თუ როგორი იქნება კონკრეტული ზომები, ამას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან შევათანხმებთ“, — განაცხადა პსაკიმ ბრიფინგზე.

თავის მხრივ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა აღნიშნა, ამერიკულმა მხარემ უკვე „პირდაპირ და არაორაზროვნად“ გააფრთხილა ჩინეთის წარმომადგენლები, რომ მათ მიერ რუსეთისთვის მხარდაჭერას შედეგები მოჰყვება არა მარტო შეერთებული შტატების, არამედ მისი მოკავშირეების მხრიდანაც ინდოეთ–წყნარი ოკეანის რეგიონში.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ეხმარება თუ არა ჩინეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა რუსეთს რაიმე ფორმით: მატერიალურად, ეკონომიკურად, ფინანსურად. ნებისმიერი ასეთი მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს. ჩვენ ნათლად ავუხსენით პეკინს, რომ გულგრილი არ დავრჩებით. არცერთ ქვეყანას არ მივცემთ უფლებას, აანაზღაურებინოს რუსეთს თავისი დანაკარგები“, — თქვა მან.
ამასთან, პრაისს მიაჩნია, რომ ჩინეთს „უზარმაზარი გავლენა აქვს რუსეთზე“ და უნდა გამოიყენოს ეს გავლენა.
პეკინი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
მსოფლიო დღეს
ჩინეთი არ ეთანხმება იაპონიის წინადადებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების შესახებ
მოსალოდნელ შედეგებზე მანამდე ჩინეთი ასევე გააფრთხილეს აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და ვაჭრობის მინისტრმა ჯინა რაიმონდომ.
თავის მხრივ, ჩინეთის წარმომადგენელმა ჩჟაო ლინძიანმა განაცხადა, რომ პეკინი ასევე მტკიცე გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ ან დასავლეთის სხვა ქვეყნები ჩინურ კომპანიებზე ზეწოლას მოახდენენ ანტირუსული სანქციების გამო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0