პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში შესაძლო პროვოკაციების პრევენციის მიზნით დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
უწყების განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა“, – ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წარდგება
დღეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო მეთაურის გამოსვლა 12:00 საათზეა დაგეგმილი.
პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ფორმატი რეგლამენტით არის გათვალისწინებული. სალომე ზურაბიშვილის მოხსენება წლიურ ანგარიშთან ერთად შეეხება მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობას და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს.
ყველა ახალი ამბავი
0