საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წარდგება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილისთვის ეს დეპუტატების წინაშე მეოთხე გამოსვლა იქნება.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად ისაუბრებს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე, იმ ნაბიჯებზე, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გადადგას.

„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს გამოსვლაში ის მესიჯები ექნება და იმ საკითხებს დასვამს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა მსხილაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება რიგით მეოთხე გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე. პირველი გამოსვლა 2019 წლის მარტში შედგა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს – თებერვლის დასაწყისში უნდა წარადგინოს. თუმცა, ეს ჩვეულებრივ უფრო მოგვიანებით ხდება.
პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო>>
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ 10–10 წუთი მიეცემათ იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში, 15–15 წუთი – უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს.
დებატების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.
ყველა ახალი ამბავი
0