ექსპერტი: სანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება ლოგიკურია

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
როგორც ადრე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ქართველი ფილოსოფოსის ირაკლი ბათიაშვილისთვის ლოგიკური და გასაგებია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
უკრაინის ტერიტორიაზე „სპეციალური სამხედრო მოქმედებების“ დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება არ გეგმავს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებში მიიღოს მონაწილეობა.

„ბევრი ლაპარაკი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ სანქციებთან მიმართებაში პოზიციის დაფიქსირებას, რომ სანქციებს არ შევუერთდებით. მიმაჩნია, რომ ეს იყო სავსებით ბუნებრივი, ლოგიკური და გასაგები. რა არის ამაში გაუგებარი? ეს არის ელემენტარული წინდახედულობა, ხელისუფლების სიფრთხილე“, – განაცხადა ბათიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას საჰაერო სივრცის დაკეტვისა და მათთვის პოლონური MiG-ების გაგზავნის შესახებ პასუხი არ გასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
ღარიბაშვილი: ქვეყანაში მშვიდობას შევინარჩუნებთ
„სადაც აშშ, რომელიც დღეს უკრაინელების მთავარი იმედი და დასაყრდენია, იჩენს ასეთ წინდახედულობას, რატომ უნდა უკვირდეს ჩვენს საზოგადოებას?“ – განაცხადა ბათიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის მოლდოვა, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი.
ბათიაშვილი პრემიერს ეთანხმება იმ საკითხშიც, რომ აღნიშნული სანქციები საქართველოს დააზარალებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
წყარო: Imedi
ყველა ახალი ამბავი
0