ღარიბაშვილი: ქვეყანაში მშვიდობას შევინარჩუნებთ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
რაც ხდება უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია, იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს ომის შესაჩერებლად, განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ მათ არაფერი ემუქრებათ.

„მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას... მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ პრემიერმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა. ამასთან, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ქმედებებს გმობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0