https://sputnik-georgia.com/20220312/germaneli-eqsperti-sawvavis-fasebis-zrdis-gamo-sawarmoebis-masobriv-gakotrebas-ar-gamoricxavs-265177670.html
გერმანელი ექსპერტი საწვავის ფასების ზრდის გამო საწარმოების მასობრივ გაკოტრებას ვარაუდობს
გერმანელი ექსპერტი საწვავის ფასების ზრდის გამო საწარმოების მასობრივ გაკოტრებას ვარაუდობს
Sputnik საქართველო
მცირე და საშუალო ბიზნესის ფედერალური ასოციაცია კორპორატიულ გაკოტრებების რისკებზე საუბრობს
2022-03-12T20:24+0400
2022-03-12T20:24+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264999437_0:0:3316:1865_1920x0_80_0_0_4087e5eac0653d6ad91ec1888110e865.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საწვავის ამჟამინდელი ფასი გერმანული საწარმოების მასობრივი გაკოტრების მიზეზი შეიძლება გახდეს, რადგან საწვავის ფასზე დამოკიდებული ბევრი საწარმოს არსებობა, წერს NEOPresse.ექსპერტი ამტკიცებს, რომ ბენზინის და გაზის გაძვირება მიუღებელია და საწარმოების გაკოტრებისა და სამუშაო ადგილების შემცირების გამომწვევი შეიძლება გახდეს.გარდა ამისა, მან ფედერალური მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ზედმეტად იყო ორიენტირებული რუსეთზე, როგორც გაზის მთავარ მიმწოდებელზე.„დღეს ნავთობისა და გაზის ბაზარზე... მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი ძალები აღარ ფუნქციონირებს. ჩნდება კითხვაც, რატომ ესაუბრება სახელმწიფო მხოლოდ ახლა კატარის მსგავს ქვეყნებს“, - განაცხადა ჯერგერმა და ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.დასავლეთის შემდეგ მილსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების შეჩერების შემდეგ ევროპაში გაზი მნიშვნელოვნად გაიზარდა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.წყარო - NEOPresse.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264999437_458:0:3189:2048_1920x0_80_0_0_a695b3f987118c3818f24407878da883.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარკუს ჯერგერი საწვავი ფასები ზრდა საწარმოები გაკოტრება პროგნოზი
მარკუს ჯერგერი საწვავი ფასები ზრდა საწარმოები გაკოტრება პროგნოზი
გერმანელი ექსპერტი საწვავის ფასების ზრდის გამო საწარმოების მასობრივ გაკოტრებას ვარაუდობს
20:24 12.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) მცირე და საშუალო ბიზნესის ფედერალური ასოციაცია კორპორატიულ გაკოტრებების რისკებზე საუბრობს
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საწვავის ამჟამინდელი ფასი გერმანული საწარმოების მასობრივი გაკოტრების მიზეზი შეიძლება გახდეს, რადგან საწვავის ფასზე დამოკიდებული ბევრი საწარმოს არსებობა, წერს NEOPresse.
„მცირე და საშუალო ბიზნესის ფედერალური ასოციაცია ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების გამო კორპორატიულ გაკოტრებებსა და სამუშაო ადგილების დაკარგვას წინასწარმეტყველებს. ენერგომატარებლების ფასები ბევრი მეწარმისთვის ეგზისტენციალურ საკითხად იქცა“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ასოციაციის მმართველმა დირექტორმა მარკუს ჯერგერმა (Markus Jerger) მოამზადა.
ექსპერტი ამტკიცებს, რომ ბენზინის და გაზის გაძვირება მიუღებელია და საწარმოების გაკოტრებისა და სამუშაო ადგილების შემცირების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
გარდა ამისა, მან ფედერალური მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ზედმეტად იყო ორიენტირებული რუსეთზე, როგორც გაზის მთავარ მიმწოდებელზე.
„დღეს ნავთობისა და გაზის ბაზარზე... მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი ძალები აღარ ფუნქციონირებს. ჩნდება კითხვაც, რატომ ესაუბრება სახელმწიფო მხოლოდ ახლა კატარის მსგავს ქვეყნებს“, - განაცხადა ჯერგერმა და ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.
დასავლეთის შემდეგ მილსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების შეჩერების შემდეგ ევროპაში გაზი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.