https://sputnik-georgia.com/20220311/ukrainelebis-dasaxmareblad-tbilisis-meriis-angarisze-milion-lrze-meti-segrovda-265160454.html
უკრაინელების დასახმარებლად თბილისის მერიის ანგარიშზე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
უკრაინელების დასახმარებლად თბილისის მერიის ანგარიშზე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
Sputnik საქართველო
უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T19:33+0400
2022-03-11T19:33+0400
2022-03-11T23:14+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/07/250271025_0:11:2048:1163_1920x0_80_0_0_2149437d4bc89931c213a12908fce477.jpg
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ბელიაშვილის ქუჩაზე ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი თბილისის მერიის ორგანიზებით გაიხსნა, პროცესში ბიზნეს-სექტორი და მოსახლეობა ჩაერთო.ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან ტვირთის ტრანსპორტირების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო მის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად. კალაძის განცხადებით, მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე უკვე მილიონ ლარზე მეტი თანხაა შეგროვებული.მერიის ინფორმაციით, პროდუქტების ნაწილი, რომელიც ოფიციალურად იყო მიწოდებული, გაიგზავნა წითელი ჯვრის მეშვეობით, ხოლო საზოგადოების მიერ მიტანილ პროდუქტს უკრაინაში სახმელეთო გზით, სატვირთო ავტომობილებით დღის ბოლოს გაგზავნიან. მძღოლები საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს.„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, – აღნიშნა კალაძემ.საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის „ცხელი ხაზი" ამოქმედდა>>გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/07/250271025_242:0:1806:1173_1920x0_80_0_0_daf664d005259ebf422310037765c949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
უკრაინელების დასახმარებლად თბილისის მერიის ანგარიშზე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
19:33 11.03.2022 (განახლებულია: 23:14 11.03.2022) უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ბელიაშვილის ქუჩაზე ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი თბილისის მერიის ორგანიზებით გაიხსნა, პროცესში ბიზნეს-სექტორი და მოსახლეობა ჩაერთო.
ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან ტვირთის ტრანსპორტირების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო მის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად. კალაძის განცხადებით, მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე უკვე მილიონ ლარზე მეტი თანხაა შეგროვებული.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ბიზნეს-სექტორს, რომელიც ჩართულია ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. ასევე მადლობა რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა გადაწყვიტეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის
ინფორმაციით, პროდუქტების ნაწილი, რომელიც ოფიციალურად იყო მიწოდებული, გაიგზავნა წითელი ჯვრის მეშვეობით, ხოლო საზოგადოების მიერ მიტანილ პროდუქტს უკრაინაში სახმელეთო გზით, სატვირთო ავტომობილებით დღის ბოლოს გაგზავნიან. მძღოლები საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს.
„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, – აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.