https://sputnik-georgia.com/20220311/saqartvelos-parlamentma-ukrainistvis-humanitaruli-daxmarebis-pirveli-nawili-gagzavna-265161490.html
საქართველოს პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გაგზავნა
საქართველოს პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გაგზავნა
Sputnik საქართველო
უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T20:18+0400
2022-03-11T20:18+0400
2022-03-11T23:29+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58bbf5bba91998016cf42c6420d6386b.jpg
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინისთვის შეგროვებული სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა.ჰუმანიტარული ტვირთი წითელი ჯვრის საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადასცეს.დეპუტატების განცხადებით, პარლამენტი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და ჰუმანიტარულ დახმარებას კვლავ გაგზავნის.როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განაცხადა, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ხვალ გაიგზავნება.„უკრაინაში ვაგზავნით საქართველოს წითელი ჯვრის მანქანებს, სადაც შექმნილია ლოჯისტიკური ჰაბი და შემდგომ უკვე უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება დაარიგებს ტვირთს ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ლოლაძემ.გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თბილისშია დასაწყობებული, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტვირთი ფოთის ტერმინალში შეგროვდა.ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
https://sputnik-georgia.com/20220311/ukrainelebis-dasaxmareblad-tbilisis-meriis-angarisze-milion-lrze-meti-segrovda-265160454.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_3769562a472e86bfb94b8a2a72148cd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
საქართველოს პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გაგზავნა
20:18 11.03.2022 (განახლებულია: 23:29 11.03.2022) უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინისთვის შეგროვებული სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა.
ჰუმანიტარული ტვირთი წითელი ჯვრის საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადასცეს.
დეპუტატების განცხადებით, პარლამენტი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და ჰუმანიტარულ დახმარებას კვლავ გაგზავნის.
„ჩვენ ამ აქციას გავაგრძელებთ და საჭიროების მიხედვით, პერიოდულად გავგზავნით ტვირთს ჰუმანიტარული დახმარების სახით. ეს მხარდაჭერა იქნება იქამდე, სანამ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დახმარება დასჭირდებათ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განაცხადა, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ხვალ გაიგზავნება.
„უკრაინაში ვაგზავნით საქართველოს წითელი ჯვრის მანქანებს, სადაც შექმნილია ლოჯისტიკური ჰაბი და შემდგომ უკვე უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება დაარიგებს ტვირთს ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ლოლაძემ.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.
აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თბილისშია დასაწყობებული, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტვირთი ფოთის ტერმინალში შეგროვდა.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.