მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Reuters: ჯანმომ უკრაინას განსაკუთრებით საშიში პათოგენების განადგურება მოსთხოვა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმო
ჯანმო - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკრაინას ქვეყნის ლაბორატორიებში დაცული განსაკუთრებით საშიში პათოგენების განადგურების რეკომენდაცია მისცა, რათა „ნებისმიერი გაჟონვა“ და მოსახლეობის დაავადება აიცილოს თავიდან, იუწყება Reuters.
გამოცემის ინფორმაციით, ჯანმოს არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ რომელ პათოგენებზეა საუბარი.
ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, ჯანმოსგან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ორგანიზაცია რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა უკრაინულ ლაბორატორიებთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

„ამ მუშაობის ფარგლებში ჯანმო დაჟინებით ურჩევდა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებს, გაენადგურებინათ განსაკუთრებით საშიში პათოგენები შესაძლო გაჟონვების თავიდან ასარიდებლად“, — განაცხადეს ჯანმოში.

თუმცა ჯანმოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის მოუწოდა ამისკენ უკრაინას, ან შეასრულა თუ არა ქვეყანამ ეს მოწოდება.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინაში მიმდინარე „დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციის“ პროცესში აშშ-ის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ბიოლაბორატორიები აღმოაჩინეს. რუსეთის საგარეო უწყება ირწმუნება, რომ ამ ლაბორატორიებში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი „ეთნიკურადაა ორიენტირებული“.
სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
მსოფლიო დღეს
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს უკრაინაში სამხედრო ბიოლაბორატორიები არ გააჩნია
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, „უკრაინაში არავინ არ ქმნის არანაირ ქიმიურ თუ მასობრივი განადგურების სხვა იარაღს“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ლაბორატორიები არ გააჩნია.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0