https://sputnik-georgia.com/20220310/ned-praisi-amerikas-ukrainasi-samxedro-biolaboratoriebi-ar-gaacnia-265110486.html
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს უკრაინაში სამხედრო ბიოლაბორატორიები არ გააჩნია
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს უკრაინაში სამხედრო ბიოლაბორატორიები არ გააჩნია
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აშშ-ს არ გააჩნია ქიმიური თუ ბიოლოგიური ლაბორატორიები უკრაინაში, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და რუსეთის... 10.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-10T10:13+0400
2022-03-10T10:13+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261546257_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ccffb6ddf29d86c5af1e0cfa8ccb5aab.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აშშ-ს არ გააჩნია ქიმიური თუ ბიოლოგიური ლაბორატორიები უკრაინაში, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და რუსეთის მიერ გავრცელებული შესაბამისი ინფორმაცია „სამხედრო ოპერაციის გამართლების მცდელობად“ შეაფასა.მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრეზენტაცია მოაწყო და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 200 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობაზე, რომლებიც ამერიკის სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამაში მონაწილეობდნენ.ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტმა თავად რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ მას გააჩნია „აქტიური სამხედრო-ქიმიური და სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამები“, რაც რუსეთმა ასევე არაერთხელ უარყო.მანამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებობს ობიექტები ბიოლოგიური კვლევებისთვის, და რომ კიევი და ვაშინგტონი მუშაობენ, რათა იქ არსებული მასალების რუსული ძალების ხელში მოხვედრა არ დაუშვან.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261546257_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_813f4b5353ff64d9beea89dad9f9de2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს უკრაინაში სამხედრო ბიოლაბორატორიები არ გააჩნია
10:13 10.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აშშ-ს არ გააჩნია ქიმიური თუ ბიოლოგიური ლაბორატორიები უკრაინაში, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და რუსეთის მიერ გავრცელებული შესაბამისი ინფორმაცია „სამხედრო ოპერაციის გამართლების მცდელობად“ შეაფასა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრეზენტაცია მოაწყო და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 200 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობაზე, რომლებიც ამერიკის სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამაში მონაწილეობდნენ.
„როგორც ჩვენ გამუდმებით ვამბობდით, რუსეთი იგონებს ცრუ საბაბებს უკრაინაში თავისი შემაძრწუნებელი ქმედებების გასამართლებლად. აშშ-ს არანაირი ქიმიური თუ ბიოლოგიური ლაბორატორია არ გააჩნია უკრაინაში და არ მართავს მათ. სრულად იცავს რა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონვენციებით ნაკისრ ვალდებულებებს, შეერთებული შტატები არსად არ ამუშავებს და არ ფლობს ასეთ იარაღს“, — ნათქვამია ამერიკის საგარეო უწყების პრეს-მდივნის ნედ პრაისის განცხადებაში.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტმა თავად რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ მას გააჩნია „აქტიური სამხედრო-ქიმიური და სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამები“, რაც რუსეთმა ასევე არაერთხელ უარყო.
„კრემლი შეგნებულად ავრცელებს აშკარა სიცრუეს იმის შესახებ, რომ აშშ და უკრაინა ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული საქმიანობით არიან დაკავებულები უკრაინაში. ვნახეთ ისიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები ასევე იმეორებენ ამ შეთქმულების თეორიებს. ეს რუსული დეზინფორმაციაა — სრული სისულელე“, — აღნიშნა პრაისმა.
მანამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებობს ობიექტები ბიოლოგიური კვლევებისთვის, და რომ კიევი და ვაშინგტონი მუშაობენ, რათა იქ არსებული მასალების რუსული ძალების ხელში მოხვედრა არ დაუშვან.