https://sputnik-georgia.com/20220311/rati-pregadze-azerbaijanis-prezidents-shexvda-265149035.html
რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება
რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება
Sputnik საქართველო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T16:51+0400
2022-03-11T16:51+0400
2022-03-11T22:17+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1d/249313299_0:154:2938:1807_1920x0_80_0_0_7a074d80b928160683bb4a3b34c22684.jpg
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანს 10 მარტს ეწვია. რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველოს იუსტიციის მინისტრს უკვე უმასპინძლა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ.ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. ილჰამ ალიევმა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა გამოთქვა და სამინისტროებს მხარდაჭერა აღუთქვა.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში, ასევე თანამშრომლობენ საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალმხრივ ფორმატებში, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, ნავთობსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი და სამხრეთის გაზის დერეფანი.წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://sputnik-georgia.com/20220310/transkaspiuri-satransporto-marsruti-saqartvelos-azwrbaijanis-da-yazaxetis-setanxmeba-265132071.html
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1d/249313299_163:0:2775:1959_1920x0_80_0_0_3a4909f5c14b2f975b4db15c36d0f6c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება
16:51 11.03.2022 (განახლებულია: 22:17 11.03.2022) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა,
ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანს 10 მარტს ეწვია. რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს უკვე უმასპინძლა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ.
ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. ილჰამ ალიევმა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა გამოთქვა და სამინისტროებს მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში, ასევე თანამშრომლობენ საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალმხრივ ფორმატებში, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, ნავთობსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი და სამხრეთის გაზის დერეფანი.