წულუკიანი: „ქართული ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იბრძოლებს

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
წულუკიანის თქმით, „ნაცმოძრაობას“ მომავალი არ აქვს და მმართველი პარტია ამას საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უნდა იბრძოლოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრისთვის დაუშვებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს. ოპოზიცია და მისი მომხრეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მართველი პარტია, თავის მხრივ, „ნაცმოძრაობას“ „ომის პარტიას“ უწოდებს.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი Live“.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ მომავალი არ აქვს და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამას საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა აირჩია იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი ან შეიარაღებული დაპირისპირება.
„პირველ რიგში ეს ხელისუფლება ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით. ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ის, რამაც შეიძლება ჩვენი ხალხი დააზარალოს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
ოპოზიციამ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საინფორმაციო ომი გააჩაღა
მან მოსახლეობას ხელისუფლების ნდობისკენ მოუწოდა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხოდაა და ამ თემაზე სანერვიულო არაფერია.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებით არ ვაკვირდებით პროვოკაციებს სწორედ იმ პარტიის მხრიდან, რომელსაც ჩვენ „ომის პარტიას“ ვუწოდებთ. ეს შეიძლება იყოს კოლექტიური და არა მარტო „ნაცმოძრაობის“ სახელი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტია და მისი მხარდამჭერები ელოდებიან, საქართველოში როდის დაიწყება „რაღაც უბედურება, რათა ამის შემდეგ როგორღაც შეარყიონ ხელისუფლება და იდეალურ შემთხვევაში თავად შეცვალონ ხელისუფლება“.
„ეტყობა მათ ასეთი ვიწრო ინტერესები აქვთ და როგორც 2008 წელს ისინი არ ფიქრობდნენ ჯარისკაცებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე დატოვეს, ეტყობა დღესაც არასერიოზულად უყურებენ ქართველი ხალხის, მათ შორის, ბავშვების ბედს“, – განაცხადა წულუკიანმა.
ყველა ახალი ამბავი
0