https://sputnik-georgia.com/20220311/putinma-ukrainastan-molaparakebebi-seafasa-265156846.html
„არის დადებითი ძვრები“: პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებები შეაფასა
„არის დადებითი ძვრები“: პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებები შეაფასა
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. უკრაინასთან მოლაპარაკებებში დადებითი ძვრებია მიღწეული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ... 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T17:20+0400
2022-03-11T17:20+0400
2022-03-11T22:34+0400
საერთაშორისო პანორამა
რუსეთი
ბელარუსი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265036714_0:443:1725:1413_1920x0_80_0_0_db9a28b3b418df4d9154961e2cf52b7b.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. უკრაინასთან მოლაპარაკებებში დადებითი ძვრებია მიღწეული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას.ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკაზე შემაკავებელი ზომების გავლენაზე იმსჯელეს. პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისა და მინსკის განვითარების შეზღუდვის მცდელობები ყოველთვის იყო, მაგრამ რუსები და ბელარუსები ყოველთვის ახერხებდნენ ამ დაბრკოლებების გადალახვას. თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ასეთი გამოწვევები მხოლოდ განვითარებისთვის ბიძგია.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში თანააგრესორ ქვეყანად გამოაცხადა. როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი“ არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევა, რაშიც „ლუკაშენკოს რეჟიმი თანააგრესორად მონაწილეობს და სრულად აგებს პასუხს ადამიანურ მსხვერპლსა და ნგრევაზე“.
https://sputnik-georgia.com/20220308/evrokavsirma-belauris-tanaagresor-qveynad-gamoacxada-265057077.html
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265036714_0:289:2346:2048_1920x0_80_0_0_64e3799c2093964d14188fd07a273b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, რუსეთი, ბელარუსი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საერთაშორისო პანორამა, რუსეთი, ბელარუსი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. უკრაინასთან მოლაპარაკებებში დადებითი ძვრებია მიღწეული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას.
„რა თქმა უნდა, გაგაცნობთ უკრაინის მიმართულებით არსებულ ვითარებას და უპირველესად იმას გაცნობებთ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება. არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც ეს ჩვენმა მომლაპარაკებლებმა მომახსენეს. ყველაფერ ამაზე დეტალურად გიამბობთ“, — უთხრა პუტინმა ლუკაშენკოს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკაზე შემაკავებელი ზომების გავლენაზე იმსჯელეს. პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისა და მინსკის განვითარების შეზღუდვის მცდელობები ყოველთვის იყო, მაგრამ რუსები და ბელარუსები ყოველთვის ახერხებდნენ ამ დაბრკოლებების გადალახვას. თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ასეთი გამოწვევები მხოლოდ განვითარებისთვის ბიძგია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში თანააგრესორ ქვეყანად გამოაცხადა. როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი“ არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევა, რაშიც „ლუკაშენკოს რეჟიმი თანააგრესორად მონაწილეობს და სრულად აგებს პასუხს ადამიანურ მსხვერპლსა და ნგრევაზე“.