https://sputnik-georgia.com/20220311/baideni-axal-antirusul-zomebs-gamoacxadebs-265139626.html
ბაიდენი დღეს ახალ ანტირუსულ ზომებს გამოაცხადებს: თეთრი სახლის განცხადება
ბაიდენი დღეს ახალ ანტირუსულ ზომებს გამოაცხადებს: თეთრი სახლის განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ახალ ანტირუსულ ზომებს გამოაცხადებს უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, იუწყება... 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T09:52+0400
2022-03-11T09:52+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262257114_0:94:2981:1771_1920x0_80_0_0_e31c6e2860c0a9431ed8b8581e2cabec.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ახალ ანტირუსულ ზომებს გამოაცხადებს უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, იუწყება თეთრი სახლი. როგორც რამდენიმე დასავლური მედიასაშუალება წერს წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთთან მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების (PNTR) გაწყვეტას მოითხოვს.როგორც Bloomberg-ი და АР ირწმუნებიან, აშშ ამას ევროკავშირთან და G7-ის ქვეყნებთან ერთობლივად გააკეთებს, რასაც, გამოცემების აზრით, რუსულ იმპორტზე ფასების ზრდა მოჰყვება.საერთაშორისო ვაჭრობაში PNTR სტატუსი ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნისგან ენიჭება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმღებ ქვეყანას ეძლევა სავაჭრო უპირატესობები, მაგალითად, დაბალი ტარიფები.წყაროების მონაცემებით, რუსეთისთვის PNTR სტატუსის ჩამოსართმევად ბაიდენს კონგრესის აქტი დასჭირდება. თუმცა იქვე აღინიშნება, რომ კონგრესის ორივე პალატა თანახმაა, წავიდნენ ამ ნაბიჯზე.Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-თან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეჩერება რუსეთს ისეთი ქვეყნების რიგში ჩააყენებს, როგორებიცაა კუბა და ჩრდილოეთ კორეა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
https://sputnik-georgia.com/20220310/ucxouri-kompaniebis-nacionalizacias-amerika-upasuxebs-265112750.html
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262257114_252:0:2981:2047_1920x0_80_0_0_b83d137c8b2ac630730fadd3c18f1181.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ახალ ანტირუსულ ზომებს გამოაცხადებს უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, იუწყება თეთრი სახლი.
„პარასკევის 10:15 საათზე (თბილისის დროით 19:15) პრეზიდენტი გამოაცხადებს ახალ ნაბიჯებს რუსეთის შემდგომ პასუხისმგებლობაზე“, — წერია ბაიდენის პარასკევის დღის წესრიგში.
როგორც რამდენიმე დასავლური მედიასაშუალება წერს წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთთან მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების (PNTR) გაწყვეტას მოითხოვს.
როგორც Bloomberg-ი და АР ირწმუნებიან, აშშ ამას ევროკავშირთან და G7-ის ქვეყნებთან ერთობლივად გააკეთებს, რასაც, გამოცემების აზრით, რუსულ იმპორტზე ფასების ზრდა მოჰყვება.
საერთაშორისო ვაჭრობაში PNTR სტატუსი ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნისგან ენიჭება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმღებ ქვეყანას ეძლევა სავაჭრო უპირატესობები, მაგალითად, დაბალი ტარიფები.
წყაროების მონაცემებით, რუსეთისთვის PNTR სტატუსის ჩამოსართმევად ბაიდენს კონგრესის აქტი დასჭირდება. თუმცა იქვე აღინიშნება, რომ კონგრესის ორივე პალატა თანახმაა, წავიდნენ ამ ნაბიჯზე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-თან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეჩერება რუსეთს ისეთი ქვეყნების რიგში ჩააყენებს, როგორებიცაა კუბა და ჩრდილოეთ კორეა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.