https://sputnik-georgia.com/20220310/ucxouri-kompaniebis-nacionalizacias-amerika-upasuxebs-265112750.html
ჯენ პსაკი: რუსეთში უცხოური კომპანიების ნაციონალიზაციას აშშ-ის პასუხი მოჰყვება
ჯენ პსაკი: რუსეთში უცხოური კომპანიების ნაციონალიზაციას აშშ-ის პასუხი მოჰყვება
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს ზომების მიღება მოუწევს, თუ რუსეთი იმ ამერიკული კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას მოახდენს, რომლებმაც ქვეყანა... 10.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-10T11:40+0400
2022-03-10T11:40+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259196845_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_b6b3dce13be5b794251d7aa7e271faba.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს ზომების მიღება მოუწევს, თუ რუსეთი იმ ამერიკული კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას მოახდენს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობასა და გენერალურ პროკურატურას იმ უცხოური კომპანიების სია გადაეგზავნა, რომელთა ქონება პერსპექტივაში შესაძლოა ნაციონალიზებული იყოს (ნაციონალიზაცია — კერძო საკუთრების, უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა). ჩამონათვალში დაახლოებით 60 კომპანიაა შესული, რომლებმაც რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს. მათ შორისაა: Volkswagen, Apple, IKEA, Microsoft, IBM, Shell, McDonald's, Porsche, Toyota, H&M და სხვ.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
https://sputnik-georgia.com/20220310/reuters-evrokavsiri-rusul-gazsa-da-navtobze-etapobrivd-ityvis-uars-265111334.html
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259196845_150:174:2649:2048_1920x0_80_0_0_bb8346af672bda386c92c7d2a14dabca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს ზომების მიღება მოუწევს, თუ რუსეთი იმ ამერიკული კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას მოახდენს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ.
„თუ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც მივიღებთ ზომებს. მაგრამ ამ დროისთვის ასეთი არაფერი მომხდარა“, — აღნიშნა პსაკიმ ბრიფინგზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობასა და გენერალურ პროკურატურას იმ უცხოური კომპანიების სია გადაეგზავნა, რომელთა ქონება პერსპექტივაში შესაძლოა ნაციონალიზებული იყოს (ნაციონალიზაცია — კერძო საკუთრების, უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა). ჩამონათვალში დაახლოებით 60 კომპანიაა შესული, რომლებმაც რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს. მათ შორისაა: Volkswagen, Apple, IKEA, Microsoft, IBM, Shell, McDonald's, Porsche, Toyota, H&M და სხვ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.