მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Reuters: ევროკავშირი რუსულ გაზსა და ნავთობზე ეტაპობრივად იტყვის უარს

© photo: Sputnik / Dmitry Lelchuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირი გეგმავს ეტაპობრივად თქვას უარი რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვაზე, იუწყება Reuters-ი ევროკავშირის ლიდერების სამიტის დეკლარაციის პროექტზე დაყრდნობით.
პროექტის მიხედვით, ევროგაერთიანების ქვეყნები ალტერნატიულ მიწოდებებზე გადაერთვებიან და ასევე გააფართოვებენ განახლებადი ენერგიის გამოყენებას.

„მზარდი არასტაბილურობის, სტრატეგიული კონკურენციისა და უსაფრთხოების საშიშროების პირისპირ, ჩვენ გადავწყვიტეთ ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და გადავდგათ შემდგომი გადამწყვეტი ნაბიჯები ევროპული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, ჩვენი დამოკიდებულების შესამცირებლად და 2030 წლისთვის ზრდისა და ინვესტიციების ახალი მოდელის შემუშავებისთვის“, — ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

რუსეთი ევროკავშირს მოხმარებული გაზის 40%-ს, ნავთობის 25%-ზე მეტს და ნახშირის თითქმის 50%-ს აწვდის. ევროკომისიის განცხადებით, წელს რუსული გაზის მოხმარების ორი მესამედით შემცირებაა შესაძლებელი, ხოლო მისი შესყიდვის სრულად შეწყვეტა 2030 წლამდე ბევრად ადრე მოხერხდება.
საქმე ისაა, რომ რუსულ გაზზე ეტაპობრივი უარის გეგმები ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიხედვითაც წევრმა ქვეყნებმა გაზის მოხმარება 2030 წლისთვის 30%-ით უნდა შეამცირონ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონმა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა: გამოქვეყნდა დეტალები
დოკუმენტის თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მესამედი შეიძლება ამერიკიდან და კატარიდან მიწოდებულმა თხევადმა ბუნებრივმა აირმა ჩაანაცვლოს. ელექტროენერგიის მაღალი ფასების კომპენსაციის მიზნით კი ევროკომისია ენერგოკომპანიების მოგების დაბეგვრის წინადადებით გამოდის, რომლებიც გაზის გაძვირების გამო დიდ შემოსავალს იღებენ.
მანამდე რუსეთიდან რუსული ნავთობისა და ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა შეერთებულმა შტატებმა.
24 თებერვალს უკრაინაში რუსული სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესდა. ამის ფონზე BP-მ, Shell-მა, Total-მა და Equinor-მა უკვე გაწყვიტეს ურთიერთობები რუსეთთან.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0