https://sputnik-georgia.com/20220311/baideni-aucilebelia-rusetisa-da-natos-konfliqtis-tavidan-arideba-265164268.html
ბაიდენი: აუცილებელია რუსეთისა და ნატოს კონფლიქტის თავიდან არიდება
ბაიდენი: აუცილებელია რუსეთისა და ნატოს კონფლიქტის თავიდან არიდება
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის თქმით, ასეთი კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება და ეს არ უნდა მოხდეს. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T21:36+0400
2022-03-11T21:36+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265163149_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_f834663647a450564dbb0fca322a4a89.jpg
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. აშშ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე არ დაიწყებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე პარასკევს.თუმცა მან აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება გააგრძელებს ევროპელი მოკავშირეების გვერდით დგომას და გაგზავნის სიგნალს, რომ დაიცავს ტერიტორიებს, სადაც ნატოს გავლენა ვრცელდება.აშშ-ის პრეზიდენტმა ამავდროულად განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველდღე აწვდის უკრაინას იარაღს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს. მისი თქმით, ახალი პარტიები ქვეყანაში ყოველდღე შედის, იუწყება Sputnik–ბელარუსი.„შტატებმა უკრაინაში უშიშროების სფეროში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაგზავნა გასული წლის განმავლობაში, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.მან აღნიშნა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს კონგრესის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის ამ წლის პროექტს, რომელშიც უკრაინის დასახმარებლად 13,6 მილიარდი დოლარის ღირებულების რიგი პაკეტებია გათვალისწინებული.ბაიდენი დღეს ახალ ანტირუსულ ზომებს გამოაცხადებს: თეთრი სახლის განცხადება>>რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასობრივად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265163149_170:0:2899:2047_1920x0_80_0_0_842142d52c25852ecf7d2e09eb848b87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ბაიდენი: აუცილებელია რუსეთისა და ნატოს კონფლიქტის თავიდან არიდება
21:36 11.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) პრეზიდენტის თქმით, ასეთი კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება და ეს არ უნდა მოხდეს.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. აშშ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე არ დაიწყებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე პარასკევს.
„ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფრონტაცია – ეს მესამე მსოფლიო ომია და ის არ უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
თუმცა მან აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება გააგრძელებს ევროპელი მოკავშირეების გვერდით დგომას და გაგზავნის სიგნალს, რომ დაიცავს ტერიტორიებს, სადაც ნატოს გავლენა ვრცელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამავდროულად განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველდღე აწვდის უკრაინას იარაღს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს. მისი თქმით, ახალი პარტიები ქვეყანაში ყოველდღე შედის, იუწყება
Sputnik–ბელარუსი.
„შტატებმა უკრაინაში უშიშროების სფეროში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაგზავნა გასული წლის განმავლობაში, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს კონგრესის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის ამ წლის პროექტს, რომელშიც უკრაინის დასახმარებლად 13,6 მილიარდი დოლარის ღირებულების რიგი პაკეტებია გათვალისწინებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასობრივად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.