მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შესაძლოა ანტალიაში შეხვდნენ

© official site of MFA of RA არარატ მირზოიანი
არარატ მირზოიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
ბაქოში არ გამორიცხეს, რომ ანტალიაში სამი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრა გაიმართოს.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეთ გაჯიევმა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხების განყოფილებას ხელმძღვანელობს, დასაშვებად მიიჩნია შესაძლებლობა, რომ ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართოს.
როგორც Sputnik–აზერბაიჯანი იუწყება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 10 მარტს ჩავიდა, სადაც ის ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს.
„არის ასეთი იდეა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. თუ ამისთვის სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანი ნებისმიერ ფორმატში ასეთი შეხვედრისთვის ყოველთვის მზადაა“, – განაცხადა გაჯიევმა.
დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში თურქეთის პრეზიდენტის პატრონაჟით წელს უკვე მეორედ იმართება. ფორუმი – ინიციატივაა, რომელიც მიმართულია მოსაზრებების გაცვლისკენ გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე და საგარეო პოლიტიკური პრობლემების საკვანძო გადაწყვეტილებების მოძიებისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0