https://sputnik-georgia.com/20220310/vitareba-gzebze-sezrudvebis-nawili-moxsnilia-265111962.html
ვითარება გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
ვითარება გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
Sputnik საქართველო
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები უამინდობის გამო იყო დაწესებული. 10.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-10T11:09+0400
2022-03-10T11:09+0400
2022-03-10T17:08+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264262187_12:0:2464:1379_1920x0_80_0_0_ab10aed3a3bcdb6e4a75daa8105ac3ff.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო აღნიშნული გზის 138–158 კმ მონაკვეთზე (ჩუმათელეთი–ხუნევი) აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის გზაზეც.თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო აღნიშნული გზის 1-36 კმ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შეფერხების გარეშე ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც.თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აღნიშნული გზის 1-52 კმ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეზღუდულა.როგორი ამინდი იქნება საქართველოში: 9–12 მარტი>>რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო ამ დროისთვის კვლავ ძალაში რჩება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) დაწესებული აკრძალვები.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264262187_318:0:2157:1379_1920x0_80_0_0_ad5db4ab5732f513710db7cef5c7596a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
ვითარება გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
11:09 10.03.2022 (განახლებულია: 17:08 10.03.2022) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები უამინდობის გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო აღნიშნული გზის 138–158 კმ მონაკვეთზე (ჩუმათელეთი–ხუნევი) აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის გზაზეც.
თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო აღნიშნული გზის 1-36 კმ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შეფერხების გარეშე ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც.
თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აღნიშნული გზის 1-52 კმ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეზღუდულა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო ამ დროისთვის კვლავ ძალაში რჩება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) დაწესებული აკრძალვები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.