როგორი ამინდი იქნება საქართველოში: 9–12 მარტი

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლიანი ცა მცხეთის თავზე
ღრუბლიანი ცა მცხეთის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ამ კვირაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები ამ კვირაში საქართველოში უამინდობას პროგნოზირებენ.
9-12 მარტს მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. მთიან ზონებში მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0