https://sputnik-georgia.com/20220310/qartvelma-mochidaveebma-evropis-chempionatze-warmatebit-iasparezes-265112351.html
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 183 ქულა დააგროვა, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. 10.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-10T11:30+0400
2022-03-10T11:30+0400
2022-03-10T17:13+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260390444_95:226:1726:1143_1920x0_80_0_0_d277402138de7104590b1e12df405953.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი შოთაძემ, რომელიც 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ოქროს მედალი აიღო დიეგო ჩხიკვაძემაც (67 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი კადირ ქამალი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმაც (97 კგ). ჩხიკვაძემ ფინალში თურქი აბდულა ტოპრაკის ბარიერი დაძლია, ხოლო ქაცანაშვილმა ავსტრიელი მარკუს რაგინგერი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დასრულეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), ბექა გურულმა (82 კგ) და დავით სოლოღაშვილმა (77 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი გიორგი ცოფურაშვილმა აიღო, რომელიც 130 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილი თურქეთმა (156), მესამე კი აზერბაიჯანმა (102) დაიკავა.
https://sputnik-georgia.com/20220228/qartvelma-mochidaveebma-stambulshi-ori-medali-aiges-264854052.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260390444_0:0:1524:1143_1920x0_80_0_0_3ddcf8b8b3f6954337e7fc66136e03ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
11:30 10.03.2022 (განახლებულია: 17:13 10.03.2022) საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 183 ქულა დააგროვა, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი შოთაძემ, რომელიც 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ოქროს მედალი აიღო დიეგო ჩხიკვაძემაც (67 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი კადირ ქამალი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმაც (97 კგ). ჩხიკვაძემ ფინალში თურქი აბდულა ტოპრაკის ბარიერი დაძლია, ხოლო ქაცანაშვილმა ავსტრიელი მარკუს რაგინგერი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დასრულეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), ბექა გურულმა (82 კგ) და დავით სოლოღაშვილმა (77 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი გიორგი ცოფურაშვილმა აიღო, რომელიც 130 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილი თურქეთმა (156), მესამე კი აზერბაიჯანმა (102) დაიკავა.