https://sputnik-georgia.com/20220228/qartvelma-mochidaveebma-stambulshi-ori-medali-aiges-264854052.html
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველებმა სტამბულში ორი მედალი აიღეს
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველებმა სტამბულში ორი მედალი აიღეს
Sputnik საქართველო
სტამბულში მიმდინარე ტურნირზე ვერცხლის მედალი ბექა ბუჯიაშვილმა აიღო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში იაკობიშვილს თანამემამულის დამარცხება მოუწია.
2022-02-28T17:14+0400
2022-02-28T17:14+0400
2022-03-01T15:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006871_0:0:1633:920_1920x0_80_0_0_bc60985e1b2d9213b19fcdada62b7991.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს.ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი ბექა ბუჯიაშვილი გახდა, რომელიც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირის მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ).ბექა ბუჯიაშვილმა თავდაპირველად ირანელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით 14:4, მეოთხედფინალში მონღოლ მოჭიდავეს სძლია 6:1, ნახევარფინალში კი ინდოელ ამან ამანის აჯობა (16:10). ქართველი მოჭიდავე ფინალურ დაპირისპირებაში ყირგიზ ალმაზ სმანბეკოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებიდან 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი ასპარეზობდა. მსოფლიოს ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს შიდა კონკურენციას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლევან ქელეხსაშვილი უწევდა. ქართველ სპორტსმენებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება, სადაც იაკობიშვილმა ანგარიშით 2:1 იმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომელსაც 28-30 მარტს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.
https://sputnik-georgia.com/20211108/widaoba-erti-medali-belgradsi-beruasvili-261879723.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006871_235:0:1615:1035_1920x0_80_0_0_fcf3137389de0d524217693238f9a3cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ჭიდაობა თურქეთი ტურნირი
საქართველო ჭიდაობა თურქეთი ტურნირი
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველებმა სტამბულში ორი მედალი აიღეს
17:14 28.02.2022 (განახლებულია: 15:39 01.03.2022) სტამბულში მიმდინარე ტურნირზე ვერცხლის მედალი ბექა ბუჯიაშვილმა მოიპოვა, ხოლო იაკობიშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თანამემამულის დამარცხება მოუწია.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს.
ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი ბექა ბუჯიაშვილი გახდა, რომელიც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირის მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ).
ბექა ბუჯიაშვილმა თავდაპირველად ირანელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით 14:4, მეოთხედფინალში მონღოლ მოჭიდავეს სძლია 6:1, ნახევარფინალში კი ინდოელ ამან ამანის აჯობა (16:10). ქართველი მოჭიდავე ფინალურ დაპირისპირებაში ყირგიზ ალმაზ სმანბეკოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრებიდან 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი ასპარეზობდა. მსოფლიოს ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს შიდა კონკურენციას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლევან ქელეხსაშვილი უწევდა. ქართველ სპორტსმენებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება, სადაც იაკობიშვილმა ანგარიშით 2:1 იმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომელსაც 28-30 მარტს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.