ჭიდაობა: ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბელგრადში საქართველომ მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა

© AFP 2024 / JACK GUEZჭიდაობა
ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თემურ ბერუაშვილი გახდა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23), რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა, მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედალი თემურ ბერუაშვილმა მოიპოვა. მან 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუმინელ ვასილე დიაკონს სძლია. ორთაბრძოლა ანგარიშით 3:3 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულები ბერუაშვილმა მიიღო, რამაც მას საპატიო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის საშუალება მისცა.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა გოგა მამიაურს (-79 კგ), მაგრამ მან სომეხ არმან ავაგიანთან წააგო.
ახალგაზრდულ ჩემპიონატში 10 ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ასპარეზობდა.
ყველა ახალი ამბავი
0