არ იყიდოთ დოლარი – ექსპერტი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლის პუნქტი
ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
ეკონომისტი ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში მოქალაქეები აჰყვნენ შიშსა და პანიკას.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. როგორც კი საქართველოს მცხოვრებლები დოლარის პანიკურად შესყიდვას შეწყვეტენ, ქვეყნის ეროვნული ვალუტა უნდა დასტაბილურდეს, განაცხადა ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ქრონიკაში".
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მარტს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. ანუ ეროვნული ვალუტა თითქმის 13%-ით გაუფასურდა 24 თებერვლის კურსთან შედარებით, სანამ უკრაინის მოვლენები დაიწყებოდა.

„ლარიც ბუნებრივად იქცევა და არაფერი საგანგაშო აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ მოქალაქეები აჰყვნენ შიშსა და პანიკას. ეს როგორც კი დაიძლევა, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ლარის კურსი დაუბრუნდება ან, ყოველ შემთხვევაში, მიუახლოვდება იმ კურსს, რაც არეულობამდე იყო“, – თქვა ჭარაიამ.

მისი თქმით, დოლარის შესყიდვა ახლა არაა ხელსაყრელი.
„ისინი, ვინც ახლა პანიკურად ყიდულობენ დოლარს, შემიძლია ვთქვა, რომ წააგებენ. ნუ იჩქარებენ და ქაოსს ნუ აჰყვებიან“, – განაცხადა ჭარაიამ.
ექსპერტის თქმით, იმის მტკიცება, რომ ლარი კატასტროფულად გაუფასურდა მაშინ, როცა უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ვაჭრობა არ ჩატარებულა და ვალუტის კურსი უცვლელია, ტყუილია. სინამდვილეში უკრაინაში და მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეიძლება უკრაინული ვალუტის გაცვლა, გრივნა თითქმის ორჯერ გაუფასურდა.
„რუსული რუბლი ოფიციალურად დაახლოებით 60-70%-ით არის გაუფასურებული და ვერც კი ყიდულობ უკვე დღევანდელი მოცემულობით დოლარს, არაოფიციალურ ბაზარზე კი ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს. სამეზობლოში ვიცით, რომ აზერბაიჯანს ფიქსირებული კურსი აქვს 2019 წლიდან, სომხეთში კი დაახლოებით 10%-ით არის გაუფასურება“, – აღნიშნა ჭარაიამ.
მანამდე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე პრაქტიკულად სრულად აისახა ბაზრის ნეგატიური მოლოდინები.
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
კობა გვენეტაძე: ბაზრის ნეგატიური მოლოდინები უკვე აისახა ლარის კურსზე
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
ლარის კურსის გამყარება თებერვლის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. უკვე 4 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი დოლარის მიმართ 3 GEL/$1 ფსიქოლოგიურ ნიშნულს ქვემოთ დაადგინა. 9 თებერვლისთვის ლარის გაცვლითი კურსი შეადგენდა 2,9200 GEL/$1. 23 თებერვლიდან კი ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0