Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპირბადიანი ადამიანები
პირბადიანი ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.631.900-ს მიაღწია.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik.საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.970 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 853 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 315, კახეთი – 169, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 166, გურია – 117, შიდა ქართლი – 96, ქვემო ქართლი – 83, აჭარა – 69, მცხეთა-მთიანეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7.294 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.578.178-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 29 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.485-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 37.211 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.889 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 826, იმერეთში – 354, აჭარაში – 149. მძიმეა 530 პაციენტის მდგომარეობა.
35.322 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 10 მარტი
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.631.900-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0