Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 10 მარტი

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.578.178 ადამიანი; ჩატარებულია 2.829.114 აცრა, ერთ დღეში აცრილია 976 ადამიანი.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.631.900-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.578.178 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 7.294), გარდაიცვალა – 16.485 (ბოლო 24 საათში – 29). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 1.889 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 12.645 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.240, PCR–ტესტით – 2.405.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 15,58%, ბოლო 14 დღის – 17,68%, ბოლო 7 დღის – 15,09%.
სულ ჩატარებულია 2.829.114 აცრა, ერთ დღეში აცრილია 976 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0