https://sputnik-georgia.com/20220310/--------265126331.html
საქართველოში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ქართული კომპანიების პროდუქცია გადაეცათ
საქართველოში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ქართული კომპანიების პროდუქცია გადაეცათ
Sputnik საქართველო
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისა და სხვა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია ამ ეტაპზე უკრაინის 90 მოქალაქეს გადაეცა. 10.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-10T17:17+0400
2022-03-10T17:17+0400
2022-03-10T22:00+0400
საქართველო
უკრაინა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f66d1d31b99dafb2c8cdf874b0e87530.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში სასტუმრო „იბისში“ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით სასტუმრო „იბისში“ უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაფინანსებით 300-მდე უკრაინელი ტურისტია განთავსებული.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფართომასშტაბიანი კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით 28 თებერვალს დაიწყო. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის უკრაინაში გაგზავნა, ასევე საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემა.საგარეო უწყება: უკრაინიდან სამშობლოში საქართველოს 1,5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა>>>აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის, საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, 6 მარტს გაიგზავნა.უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_97af47362432e4c03381a665a16ffe76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ქართული კომპანიების პროდუქცია გადაეცათ
17:17 10.03.2022 (განახლებულია: 22:00 10.03.2022) სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისა და სხვა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია ამ ეტაპზე უკრაინის 90 მოქალაქეს გადაეცა.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში სასტუმრო „იბისში“ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით სასტუმრო „იბისში“ უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაფინანსებით 300-მდე უკრაინელი ტურისტია განთავსებული.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფართომასშტაბიანი კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით 28 თებერვალს დაიწყო. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის უკრაინაში გაგზავნა, ასევე საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემა.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის, საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, 6 მარტს გაიგზავნა.
„ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავგზავნეთ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული სხვადასხვა პროდუქცია. დღეს კი გარკვეული პროდუქცია მივაწოდეთ 90 მოქალაქეს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან“, – აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.