https://sputnik-georgia.com/20220310/saqartvelodan-samshobloshi-1500-moqalaqe-dabrunda-265114390.html
საგარეო უწყება: უკრაინიდან სამშობლოში საქართველოს 1,5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა
საგარეო უწყება: უკრაინიდან სამშობლოში საქართველოს 1,5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა
Sputnik საქართველო
საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 10.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-10T12:40+0400
2022-03-10T12:40+0400
2022-03-10T17:47+0400
საქართველო
უკრაინა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_e91722fb4cdc909f7b29f157f39e6e80.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1.500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყვეს.საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად ტოვებენ ქალაქ ოდესას. ასევე ხდება მათი გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა–რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით.უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ დიპლომატიური მისიები რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში. 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.საქართველოს საელჩო, კიევი:გენერალური საკონსულო ოდესაში:საგარეო საქმეთა სამინისტრო:საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ ის პირებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ პასპორტი ან პასპორტს ვადა გაუვიდა. ამისათვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ უკრაინაში საკონსულოს, რათა ე.წ. „დაბრუნების დოკუმენტი“ მიიღონ.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3a05c8f0e1391d5af72e4cd5e907cc75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , საზოგადოება, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , საზოგადოება, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საგარეო უწყება: უკრაინიდან სამშობლოში საქართველოს 1,5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა
12:40 10.03.2022 (განახლებულია: 17:47 10.03.2022) საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1.500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყვეს.
ასევე გრძელდება ლვოვიდან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მოქალაქეთა ორგანიზებული გადაყვანა. ავტობუსის სპეციალური რეისები12 მარტის ჩათვლით ყოველდღე ხორციელდება, ამ დროისათვის სპეციალური რეისით 400-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი.
საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად ტოვებენ ქალაქ ოდესას. ასევე ხდება მათი გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა–რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით.
უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ დიპლომატიური მისიები რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო, კიევი:
გენერალური საკონსულო ოდესაში:
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ ის პირებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ პასპორტი ან პასპორტს ვადა გაუვიდა. ამისათვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ უკრაინაში საკონსულოს, რათა ე.წ. „დაბრუნების დოკუმენტი“ მიიღონ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.