https://sputnik-georgia.com/20220309/vaqcinaciis-wamaxalisebeli-programa-martis-bolomde-grzeldeba-265099012.html
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გახანგრძლივდა
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს. 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T19:17+0400
2022-03-09T19:17+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263306421_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_d3b30156ee021fbac2bc1e09931dea0f.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, მთავრობისგან 200 ლარს მიიღებენ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის განკარგულებას 31 იანვარს მოაწერა ხელი.ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო ანგარიშებს თავად გაუხსნის „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს. გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწყებულმა მატერიალური წახალისების პროგრამამ, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზეა გათვლილი, გაამართლა.2021 წლის 9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს იღებს 50 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ პირი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, სახელმწიფოსგან 100 ლარს მიიღებს.ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.9 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.827.920 აცრა, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.249.541 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 43,5%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 223.228 ადამიანს.წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
https://sputnik-georgia.com/20220302/koronavirusze-naklebad-icrebian-cxaize-264915813.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263306421_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_52aaadb59f1c7241d61695b580d3f879.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გახანგრძლივდა
19:17 09.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, მთავრობისგან 200 ლარს მიიღებენ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის განკარგულებას 31 იანვარს მოაწერა ხელი.
ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო ანგარიშებს თავად გაუხსნის „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.
მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს. გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწყებულმა მატერიალური წახალისების პროგრამამ, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზეა გათვლილი, გაამართლა.
2021 წლის 9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს იღებს 50 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ პირი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, სახელმწიფოსგან 100 ლარს მიიღებს.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
9 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.827.920 აცრა, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.249.541 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 43,5%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 223.228 ადამიანს.