https://sputnik-georgia.com/20220302/koronavirusze-naklebad-icrebian-cxaize-264915813.html
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
Sputnik საქართველო
ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებში ყველაზე დიდი პროცენტი 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე მოდის.
2022-03-02T18:17+0400
2022-03-02T18:17+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24787/03/247870303_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a541febb43d6baca9d323c5f86c9b0ff.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში 60 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებში ყველაზე დიდი პროცენტი 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე მოდის.მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არავაქცინირებული იყო.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.822.060 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.247.387 ადამიანი, ეს 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43,4%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24787/03/247870303_254:250:1741:1365_1920x0_80_0_0_65cca2877d767909ef9c4258a064a014.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩხაიძე კორონავირუსი აცრა ვაქცინაცია
ჩხაიძე კორონავირუსი აცრა ვაქცინაცია
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
18:17 02.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არავაქცინირებული იყო.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში 60 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებში ყველაზე დიდი პროცენტი 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე მოდის.
„ეს არის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მოსახლეობა, რომელსაც აქვს ასაკიდან გამომდინარე იმუნური პასუხის ნაკლები სიმძაფრე და, შესაბამისად, ამ მხრივაც ხანში შესულები დაუცველი არიან“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არავაქცინირებული იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.822.060 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.247.387 ადამიანი, ეს 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43,4%-ია.